• Geo
  • Eng
20.10.2016
დინამო - ცხინვალი | ურთიერთშეხვედრები

23 ოქტომბერს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც ჩვენი გუნდი ცხინვალს უმასპინძლებს. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 22– ჯერ დაუპირისპირდნენ. 16 მოგება, 4 ფრე და  2 მარცხი. 55 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 20 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.

ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ პირველი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების წინა საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 2014 წლის 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს. ასევე დიდი ანგარიშით 4:1 ამჯერად ცხინვალმა იმარჯვა და ეს იყო მათი მეორე წარმატება დედაქალაქურ გუნდთან. 2015 წლის 24 აპრილს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა.

უკანასკნელი მატჩი ცხინვალსა და დინამოს შორის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები ცხინვალის კარში მათე ცინცაძემ, ოთარ კიტეიშვილმა, რენე სანტოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024