• Geo
  • Eng
19.12.2016
დინამომ აკადემიის ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა

დინამო თბილისმა აკადემიის ოთხ ფეხბურთელთან სრულფასოვანი პროფესიონალური კონტრაქტები გააფორმა. ახალი სეზონიდან დედაქალაქური გუნდის ფორმას მცველები ლუკა ლოჩოშვილი და დავით კობოური, ნახევარმცველი ნიკა ნინუა და შემტევი გიორგი ზარია მოირგებენ. მათ თბილისურ კლუბთან თანამშრომლობა სამი სეზონით გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები დინამოს აკადემიის აღზრდილები არიან და 2013 წლის შემდეგ ეს აკადემიის პირველი გამოშვებაა. ახალგაზრდებმა გარდამავალ ჩემპიონატში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრეს და გულშემატკივარს თავიც დაამახსოვრეს. ახლო მომავალში კიდევ იგეგმება ახალგაზრდების დაწინაურება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024