დინამო თბილისის ოქროს თაობის გამორჩეული ნახევარმცველი, 1964 წლის სსრკ– ს პირველობის გამარჯვებული, 1959 და 1962 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელი– ჯემალ ზეინკლიშვილი 79 წლის წინ დაიბადა. იგი დინამოში 1959–1965 წლებში ასპარეზობდა. 220 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 6 გოლი. 1964 წელს შედიოდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ღირსების ორდენის კავალერი კარიერის დასრულების შემდეგ შეუდგა სამწვრთნელო კარიერას. ჯემალ ზეინკლიშვილი 2011 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა.