• Geo
  • Eng
23.10.2016
დინამომ ცხინვალთან ფრედ ითამაშა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ცხინვალს უმასპინძლა. მატჩის პირველ 10 წუთში ოთარ კიტეიშვილი ემუქრებოდა შორეული დარტყმებით მეტოქის კარს. მიზანს ორივე გასროლილი აცდა. 24- ე წუთზე ჯაბა ჯიღაური და მათე ცინცაძე ცდილობდნენ მეტოქის საჯარიმოსთან სიტუაციის გამწვავებას. ორივე შემთხვევაში ცხინვალის დაცვამ იყოჩაღა. პირველი ტაიმის ბოლოს ბიძინა მახარობლიძეს შეექმნა რეალური მომენტი, თუმცა მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა და ბურთი ნუკრი რევიშვილისთვის იოლი ნადავლი გახდა. 56- ე წუთზე უკვე მასპინძლებმა გაუშვეს ხელიდან კარის აღების რეალური შესაძლებლობა. ოთარ კიტეიშვილის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ჯაბა ჯიღაური თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ, ბურთი სანტიმეტრებში აცდა გიორგი ნადირაძის კარის დაუცველ კუთხეს. 66- ე წუთზე ვაკო ბაჩიაშვილი ურტყამდა ახლო მანძილიდან, ნუკრი რევიშვილმა შესაშური რეაქცია გამოავლინა. საპასუხოდ შეცვლაზე შემოსული ვახო ჭანტურიშვილის ტექნიკური და მოჭრილი დარტყმა უკუაგდო გიორგი ნადირაძემ. 81- ე წუთზე ვახო ჭანტურიშვილი თამაშობდა აქტიურად, საბოლოოდ მისი დარტყმული ოდნავ აცდა ცხინვალის კარს. საბოლოოდ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შემდეგ მატჩს დინამო თბილისი 2 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში ტორპედო ქუთაისთან გამართავს. ქართულ დერბის დინამო არენა უმასპინძლებს.

 

დინამო  0:0  ცხინვალი

 

გაფრთხილება: მახარობლიძე 48’ 

 

დინამო: რევიშვილი, ამისულაშვილი, ლობჟანიძე, ჭელიძე, ველევი (მიქელთაძე 76), ცინცაძე, პარუნაშვილი (ზარია 64), კიტეიშვილი, ჯიღაური, თევზაძე (ჭანტურიშვილი 60), დვალიშვილი

ცხინვალი: ნადირაძე, სულთანიშვილი, ქარდავა, მაისაშვილი (თომაშვილი 88), ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კახელიშვილი (შინდაგორიძე 67), ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, ქოჩლაძე, დვალი (მაქაცარია 90)

 

მსაჯი: ჯენერი ხორავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024