• Geo
  • Eng
25.02.2014
დინამოელები ზენიტს დაუზავდნენ

დღეს თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის მეორე გუნდმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელთა მეტოქე პეტერბურგის ზენიტის მეორე გუნდი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსაჯთა ბრიგადა რუსეთიდან იყო და ხშირად არაობიექტურ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ. მატჩი თანაბრად წარიმართა, თუმცა თბილისელებმა საგოლე მომენტებით აჯობეს პეტერბურგელებს. შეხვედრის დებიუტში მე–12 წუთზე ერისთავმა გახსნა ანგარიში. 28–ე წუთზე იაშუკმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში უჩა სოსიაშვილის შეგირდები დაწინაურდნენ. ბიძინა მახარობლიძემ 57–ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი 2:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ზუევმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება 2:2 და არბიტრმაც დაასრულა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დინამოელებმა ამკარს აჯობეს, გაუტანეს რა ექვსი უპასუხო გოლი და შემდეგ შახტარს მოუგეს 2:0.

დინამო–2  2:2  ზენიტი–2

გოლები:  1:0 ერისთავი 12’  1:1 იაშუკი (პენ) 28’  2:1 მახარობლიძე 57’  2:2 ზუევი 90+3

დინამო–2: კულუა, ჯაფიაშვილი, სანდრო გურეშიძე, ლოჩოშვილი, სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, ჯიშკარიანი (ლობჟანიძე 46), გიორგი გურეშიძე (მახარობლიძე 46), ერისთავი (წილოსანი 81), ზივზივაძე (დიასამიძე 75)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024