5 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაიას ნაკრები თბილისში ლიხტენშტეინის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ამ მატჩისთვის ჯვაროსნების შემადგენლობაში ოთხი დინამოელია გამოძახებული: ჩვენი გუნდის მეკარე- გიორგი ლორია, მცველები- დავით კვირკველია და გიორგი ხიდეშელი, ნახევარმცველი- ირაკლი ძარია.