• Geo
  • Eng
30.06.2023
სუპერთასამდე

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში დინამო დილას უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

 

სლავა მეტრეველის სახელობის ტროფეი 22-ედ გათამაშდება. აბსოლიტური რეკორდსმენი კი დინამოა, რომელმაც სუპერთასი რვაჯერ მოიგო და ამის გარდა კიდევ ოთხჯერ იასპარეზა ფინალში.

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც ერთგვარი რეკორდსმენია. ჩვენი დედაქალაქის მეორე სტადიონი სუპერთასის ეგიდით მატჩს მერვედ უმასპინძლებს. აი დინამოელი კახა გოგიჩაიშვილი კი ერთადერთია, რომელმაც ეს ტიტული ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი მეორედ შეეცდება ტიტულის მოგებას. ჭიაბრიშვილმა 2012 წელს ზესტაფონთან ერთად მოიგო სუპერთასი, ხოლო 2019 წელს საბურთალოსთან ერთად ტორპედოსთან დათმო ფინალი.

 

ტიტულების მხრივ აბსოლიტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ, რომელმაც თასი ხუთჯერ მოიგო (3 დინამო, 2 ამერი).

დინამოელთაგან სუპერთასი სამჯერ გივი დიდავასთან ერთად ალექსანდრე იაშვილმა მოიპოვა. მეორედ სლავა მეტრეველის თასის აწევას დავით კობოური და ზორან მარუშიჩი შეეცდებიან. რაც შეეხება დავით კერესელიძეს, დინამოს გოლკიპერი 2021 წლის ფინალში გაგრას კარს სწორედ ჩვენს გუნდთან იცავდა, დღეს კი დედაქალაქელებთან ერთად გამარჯვებას ეცდება.

 

აქვე დინამოელთა ყველა ფინალი:

დინამო თბ 4-0 დინამო ბთ  28.07.96

დინამო თბ 4-1 დინამო ბთ  4.8.97

დინამო თბ 1-2 დინამო ბთ  2.8.98

დინამო 1-0 ტორპედო  29.2.00

დინამო 1-0 ლოკომოტივი  17.9.05

დინამო 1-0 ზესტაფონი  3.12.08

დინამო 1-2 ვიტ ჯორჯია  17.12.09

დინამო 0-1 ჩიხურა  22.12.13

დინამო 1-0 ჩიხურა  11.12.14

დინამო 1-0 დილა  25.8.15

დინამო 0-1 საბურთალო  23.2.20

დინამო 2-2 (5-4 პენ) გაგრა 21.2.21

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024