ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე დინამოელებმა დღეს დილით მეორე შეხვედრა ჩაატარეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელგრადის პარტიზანი გახლდათ. მიუხედავათ იმისა, რომ დინამოელებს არაერთი საგოლე მომენტი გააჩნდათ, შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. პარტიზანმა მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა დინამოს. მესამე შეხვედრას თბილისელები ხვალ, ლვოვის კარპატის წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, დავითაშვილი, მამფორია
მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ჯიჭონაია, გულდედავა, მოისწრაფიშვილი