• Geo
  • Eng
16.06.2014
IBA CUP 2014 - დინამო 1:1 ბეშიქთაში

ბაქოში საერთაშორისო ტურნირი IBA CUP 2014 დაიწყო, რომელიც 14 წლამდე ფეხბურთელებში ტარდება. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. დინამო თბილისი დღეს თურქულ ბეშიქთაშს დაუპირისპირდა და საკამოდ დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში პირველ ნახევარში თამაზ ბაბუნაძემ გახსნა. თბილისელებს კიდევ რამდენიმეჯერ მიეცათ დაწინაურების საშულება, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტი გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევრის ბოლოსკენ ბეშიქთაშმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა და მატჩიც ფრედ დასრულდა. მანამდე ბელგრადის პარტიზანმა 2:1 აჯობა ლვოვის კარპატს. ხვალ დინამოელები პარტიზანს დაუპირისპირდებიან.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე,  ხარშილაძე, დავითაშვილი, გულდედავა

მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ჯიჭონაია, მამფორია, მოიწრაფიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024