• Geo
  • Eng
05.10.2024
დინამომ სანაკრებო პაუზამდე წყალტუბოში იმარჯვა

5 ოქტომბერს წყალტუბოში, 26 მააისის სახელობის სტადიონზე სამგურალმა დინამოს უმასპინძლა. მატჩი ტრადიციულად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. სათამაშო უპირატესობა მთელი შეხვედრის მანძილზე დედაქალაქელთა მხარეს გახლდათ, თუმცა მასპინძლებიც სახიფათო კონტრ იერიშებს ახორციელებდნენ. შეხვედრაში ანგარიში ნახევარი საათის თავზე თბილისელთა ავსტრიელმა ფორვარდმა დომინიკ რაიტერმა ნიკა ნიუას გადაცემის შემდეგ გახსნა. ტაიმის ბოლოსკენ კი სამგურალმა წონასწორობა აღადგინა. გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით დემურ ჩიხლაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დებიუტში წყალტუბოელებმა რამდენიმე სახიფატო შეტევა განახორციელეს, თუმცა დინამომ მალევე დაიბრუნა მატჩის სადავეები და ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვა. არერთი მცდელობის შემდეგ, საგოლე შეტევა ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელების ანგარიშზეა. გვატემალელი ოსკარ სანტისის ზუსტი გადაცემა შედეგიანად ვასილიოს გორდეზიანმა გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირა.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024