ივო შუშაკი 78 წლისაა. დინამო თბილისი იუბილეს ულოცავს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელს. უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებას.
ივო შუშაკი დინამო თბილისში 2002-2004 წლებში მუშაობდა, მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება - დსთ-ს თასის მოგება. იმ დროს საკმაოდ პრესტიჟულ გათამაშებაში, დინამოელებმა მეტად სანახაობრივი ფეხბურთით შეძლეს ტიტულის მოპოვება. შუშაკმა დინამოსთან ერთად ასევე მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება.