• Geo
  • Eng
04.04.2017
დინამოელები მეოთხე ტურის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან - სერგეი ლიტოვჩენკო და საბა ლობჟანიძე შეიყვანა. სამტრედიასთან შეხვედრაში დინამომ 2:0 იმარჯვა. უკრაინელმა კიპერმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, ხოლო შემტევმა შეხვედრის 75- ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლელომ მეოთხე ტურის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი- კახი კაჭარავა აღიარა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024