დღეს დინამო თბილისის ვეტერანის, ყველაზე მხცოვანი დინამოელის- მიხეილ ჯოჯუას იუბილეა. დედაქალაქური გუნდის ვეტერანი 91 წლის გახდა. მიხეილ ჯოჯუა თბილისში დაიბადა. დინამოს შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18- ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე ჩემპიონი. ამჟამად მეგობრობის თეატრის დირექტორია. დინამოელები ვულოცავთ ბატონ მიხეილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.