16 წლამდე დინამომ, რომელიც მონაწილეობას ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში იღებს, დღეს მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდი ოჩამჩირეს ამირანს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 3:1 იმარჯვა. პირველი ნახევარი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში თბილისელებმა მოახერხეს მატჩის შემობრუნება და 70- დან მე- 80 წუთის ჩათვლით სამჯერ აიღეს ამირანის კარი. ანგარიში ბოგვერაძემ გაათანაბრა, დუბლი კი კურტანიძემ შეასრულა. მომდევნო მატჩს თბილისელები 15 აპრილს სოხუმის დინამო 2- თან გამართავენ.
U16 დინამო 3:1 ამირანი
U16 დინამო: ხუხუა, მელიქიშვილი, გოგატაშვილი, კალანდაძე, ისმაილი, ყენია, ქომეთიანი, მემარნე, ლომიძე, ქველაძე, გულისაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, გოგოხია, კურტანიძე, ბოგვერაძე, ქინქლაძე