დინამო თბილისი 29- ე ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას მალე შეუდგება. გუნდი 10 იანვრიდან შეიკრიბება და სფფ- ს მიერ ორგანიზებულ ზამთრის მასტერსში მიიღებს მონაწილეობას, 16 იანვრიდან კი დედაქალაქელები თურქეთისკენ აიღებენ გეზს და შეკრებას ლარაში გაივლიან. პირველ კვირას დინამოელები ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაუთმობენ, 25 იანვრიდან კი ტესტ მატჩებსაც ჩაატარებენ. 25 იანვარს დინამო სლოვაკურ ჟილინას დაუპირისპირდება, 28 იანვარს ჩვენი ოპონენტი ტომი იქნება, 1 თებერვალს მაკედონიური რაბოტნიჩკი, ხოლო 4 თებერვალს რუსეთის ორენბურგი გაგვიწევს მეტოქეობას. თბილისელები 5 თებერვალს დაბრუნდებიან სამშობლოში. 11 თებერვლიდან კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრებიან.