დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება, დღეს მეორე მატჩი გამართა და პირველი დღისგან განსხვავებით 0:2 დამარცხდა. ჩვენს გუნდს მეტოქეობა ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ გაუწია. ხვალ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი სერბულ ვოივოდინას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში თბილისელებმა ბუქარესტის დინამო 5:0 დაჯაბნეს.
U13 დინამო თბილისი 0:2 ცრვენა ზვეზდა
U13 დინამო თბილისი: ჯოჯუა, არჩაია, მოლაშვილი, ლაცაბიძე, ბაგრატიონი, გაფრინდაშვილი, კობახიძე, ცხოვრებაშვილი, თათულაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი
სათადარიგოები: ბერუაშილი, თოდუა, ნიკოლაიშვილი, მელქაძე, ბაბლუანი, ქართველიშვილი, აღდგომელაშვილი