• Geo
  • Eng
24.02.2017
19 წლამდელებმა მარკ სტარსიც დაამარცხეს

დინამოს 19 წლამდელთა შემადგენლობამ დღეს კიდევ ერთი ტესტ მატჩი ჩაატარა. დინამოელებმა მარკ სტარსს უმასპინძლეს და ლობჟანიძის გოლით 1:0 აჯობეს მეტოქეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ერთნაირი ანგარიშით 3:0 ჯერ საბურთალო დაამარცხეს, ხოლო შემდეგ ცხინვალი. თბილისელებმა დღევანდელი მატჩის შემდეგ შეკრება დაასრულეს. გუნდი ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში ემზადებოდა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024