• Geo
  • Eng
14.01.2017
დინამომ გამცემლიძე დაიმატა და ჭაბუკთა ნაკრებში ფეხბურთელები მიავლინა

დინამო თბილისმა კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა. კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი 19 წლის ნახევარმცველს- ალეკო გამცემლიძეს გაუფორმა. გამცემლიძე აქამდე გორის დილაში ასპარეზობდა, მანამდე კი საბურთალოს ღირსებას იცავდა.

დღეს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მინსკში, საეთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. განვითარების თასზე, რომელიც 16-22 იანვარს ჩატარდება ჭაბუკი ჯვაროსნები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ისრაელის, ლიტვის და უკრაინის ნაკრებებთან გამართავენ. გიორგი ნემსაძემ ჭაბუკთა კრებულში დინამოს აკადემიიდან 9 ფეხბურთელს უხმო. აკაკი თვალოძე, ირაკლი წაქაძე, ირაკლი აზაროვი, ვახტანგ ჩარკვიანი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურა დავითაშვილი, ჯინო თუდები, ხვიჩა კვარაცხელია და ელგუჯა ჯანგველაძე დაიცავენ ჯვაროსნების ღირსებას.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024