ვლადიმერ ვაისმა მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის დინამო თბილისიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს, ჩვენი გუნდის შემტევს- გიორგი პაპუნაშვილს უხმო. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯვაროსნების რიგებში ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული და საბა ლობჟანიძე გამოიძახეს. დინამო თბილისმა 23 წლის თავდამსხმელთან- ოთარ კვერნაძესთან 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი. ოთარ კვერნაძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. შემდეგ 2 სეზონი ზესტაფონში გამოდიოდა, 2014 წლიდან კი ტორპედო ქუთაისში ასპარეზობდა.