დინამო თბილისი ულოცავს ქართული სპორტული ბეჭდური მედიის ლიდერს საიუბილეო ნომერის გამოცემას. ლელო უკვე 8 ათეულ წელზე მეტია ერთგულად ემსახურება ქართულ სპორტსა და ქართულ ფეხბურთს. წლების მანძილზე ლელო პირველი აცნობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას დინამოს წარმატებებს. დღევანდელი გამოცემა ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ ტრადიციას, რომელსაც საფუძველი მრავალი წლის წინ ჩაეყარა.