16 წლამდე დინამომ, რომელიც მონაწილეობას ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში იღებს, დღეს მესამე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდი სოხუმის დინამო 2- ს დაუპირისპირდა და შეხვედრაში 1:0 იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მე- 10 წუთზე კურტანიძემ გაიტანა. მომდევნო მატჩს თბილისელები 22 აპრილს 35- ე სკოლასთან გამართავენ.
U16 დინამო სოხუმი-2 0:1 დინამო თბილისი
U16 დინამო: მიქაია, მელიქიშვილი, დიდებაშვილი, კალანდაძე, ისმაილი, ყენია, ქინქლაძე, გოგოხია, კურტანიძე, ლომთაძე, გულისაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, გოგატაშვილი, ქომეთიანი, შუკვანი, ბოგვერაძე