დინამო თბილისი განაგრძობს მზადებას მომალავი სეზონისთვის. ლარაში მთელი დღე წვიმიანი ამინდია. გუნდმა დილით ტყე-პარკში ივარჯიშა, შუადღეს კი ვიაჩესლავ გროზნიმ სათამაშო მოედანზე დატვირთა ფეხბურთელები. დინამოელებმა შემდეგ ისადილეს და ისვენებენ, საღამოს კი კიდევ ერთი წვრთნა ელით. გუნდი ამ რეჟიმით 25 იანვრამდე ივარჯიშებს.