• Geo
  • Eng
15.01.2017
ბომბარდირი 18 გოლით

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ზამთრის თასი 2017- ის გათამაშება. დინამო თბილისმა დაძაბული და საინტერესო ფინალი 4:6 დათმო გაგრასთან. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ჩვენი გუნდის შემტევი საბა ლობჟანიძე გახდა, რომელმაც 18 გოლი გაიტანა. დინამოელები დაისვენებენ და გამთენიისას გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც 5 თებერვლის ჩათვლით შეკრებას გაივლიან. თბილისელები შეკრებაზე 4 ტესტ მატჩსაც გამართავენ. ჩვენს გუნდს მეტოქეობას სლოვაკური ჟილინა, მაკედონიური რაბოტნიჩკი და რუსული ტომი და ორენბურგი გაუწევენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024