დინამო თბილისი ზამთრის თასი 2017- ის გათამაშებაში ჩაერთო და ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში თბილისელებმა ტყიბულის მეშახტეს 11:1 აჯობეს. მეორე დაპირისპირებაში დინამომ უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა. ლურჯ-თეთრებმა ქობულეთის შუქურას 19 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი 4 მიიღეს. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში დინამო სამტრედიას შეხვდა და 9:4 იმარჯვა. საბოლოოდ დინამომ ჯგუფური ეტაპი 39/9 ბურთების ბალანსით და პირველი ადგილით დაასრულა. 15 იანვარს ტურნირის ნახევარფინალში 10 საათსა და 15 წუთზე დინამოელები ბათუმელ თანაკლუბელებს შეხვედებიან. ფინალის მეორე საგზურს კი ჩიხურა და გაგრა გაითამაშებენ. შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.