• Geo
  • Eng
04.03.2017
5 მარტი დინამოს ისტორიაში

5 მარტს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი დინამო არენაზე 15.00 საათზე დაიწყება.

5 მარტს დინამოს თავის ისტორიაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა სამივე პაექრობა თავის სასარგებლოდ დაასრულეს. 1999 წელს დინამომ მერანი-91 ორი უპასუხო გოლით დაამარცხა. გოლები შოთა ჩომახიძემ და კობა წიტაიშვილმა გაიტანეს. 2005 წელს ქუთაისმა ქართულ დერბის უმასპინძლა. დინამომ ტრადიციული მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ლევან მელქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ქუთაისელებს გოჩა ჯამარაულმა გაუტანა. ათი წლის შემდეგ დინამომ ზესტაფონი მიიღო და 3:2 აჯობა მეტოქეს. მანუელ ონვუმ ორჯერ გამოიჩინა თავი, ერთი გოლიც ლაშა თოთაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024