საქართველოს ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს თბილისში, ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე გადის. ვლადიმერ ვაისის გუნდი 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სადაც უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯვაროსნები 16 იანვრიდან დინამოს საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და მოედნებსა და სატრენაჟორო დარბაზში დღეში ორჯერად ვარჯიშებს ატარებენ. ეროვნულ ნაკრებში ვლადიმერ ვაისმა ჩვენი გუნდის 4 ფეხბურთელი მიიწვია. საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კიტეიშვილი უზბეკეთთან და იორდანიასთან ჩატარებული მატჩების შემდეგ შეუერთდებიან დინამოს, რომელიც თურქეთის ლარაში გადის შეკრებას. ეროვნული ნაკრები დღეს დაასრულებს თბილისურ შეკრებას და ხვალიდან დუბაიში გაემგზავრება. დინამო თბილისის ხელმძღვანელობამ იდეალური პირობები შეუქმნა ეროვნულ ნაკრებს და იმედია დიღმის ბაზაზე ჩატარებული შეკრება წარმატებას მოუტანს ჩვენს უპირველეს გუნდს.