ლარაში მიმდინარე შეკრება დღეს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ამინდმა გამოიდარა და საღამოს გუნდმა ორმხრივი თამაშიც ჩაატარა. დილის ვარჯიშზე ძველი ტრავმა გუნდის ფორვარდს- დავით ვოლკოვს გაუმიზეზდა და მას შეკრების დატოვება მოუხდა. ვოლკოვი დღეს თბილისში გამოემგზავრა და მკურნალობას ადგილზე განაგრძობს.