• Geo
  • Eng
18.11.2016
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულებული თბილისური დერბის შემდეგ, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს 4:0 მოუგო, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გიორგი დევდარიანი და ვიაჩესლავ გროზნი წარდგნენ.

 

გიორგი დევდარიანი: დინამომ დამსახურებულად მოიგო. მე ჩემი კითხვები მაქვს გუნდთან და ერთად გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას. გუნდი ერთად იგებს და ერთად აგებს. როგორც ჩანს არასაკმარისი დრო გვქონდა მოსამზადებლად, თუმცა არც ისე მოვმზადებულვართ, რომ ესე წაგვეგო. რაც დაგეგმილი გვქონდა ის არ შესრულდა. დინამოს კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას.

ვიაჩესლავ გროზნი: დღეს გაცილებით უკეთეს განწყობაზე ვარ, ვიდრე სათასო ნახევარფინალის შემდეგ. გუნდმა კარგად ითამაშა, რითიც კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ ტორპედოსთან თამაშამდე მეტი დრო არ გვქონდა მოსამზადებლად. ასევე მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელები ეტაპობრივად ითვისებენ იმას, რასაც ვითხოვთ მათგან. დღეს თავიანთი თამაშით თამასა აწიეს და მომავალში არანაკლებად უნდა იასპარეზონ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ თამაშიდან თამაშამდე დინამო არენაზე უფრო და უფრო მეტი მაყურებელი მოვა. ახალგაზრდებთან მუშაობა საკმაოდ საინტერესოა და მომავალში კიდევ მიეცემათ მათ თავის გამოჩენის შანსი. ილუზიებით არ ვარსებობთ და გვესმის, რომ წინ ბევრი შრომა გველის, ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება. ყოველთვის მივანიშნებ ფეხბურთელებს, რათა ახსოვდეთ, როგორი დიდი გუნდის მაისურით თამაშობენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024