დინამო თბილისის 13 წლამდელთა გუნდი სამშობლოში დაბრუნდა. ბულგარეთში Harmony League- ის თასის გათამაშებაზე დინამოელებმა ვერცხლის მედლები და ტურნირის საუკეთესო გუნდის პრიზი დაიმსახურეს. თბილისელებმა ბუქარესტის დინამოს აჯობეს 5:0, შემდეგ იყო მარცხი 0:2 ცრვენა ზვეზდასთან, იმავე ანგარიშით გამარჯვება ვოივოდინასთან, 7:0 მოგებული მატჩი კრაკოვიასთან და 2:0 ბეროესთან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- ვახტანგ იაგორაშვილმა ჩვენს ვებ გვერდთან განვლილი ტურნირი შეაფასა.