დინამო თბილისს ცენტრალური მცველი- გიორგი გველესიანი დაუბრუნდა. გიორგიმ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს თურქულ შეკრებაზე ხვალ შეუერთდება. სამგზის საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელს დინამოს მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 65 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გველესიანმა მშობლიურ კლუბთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.