თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი უახლოეს სპარინგ შეხვედრას 28 იანვარს ასევე ლარაში ჩაატარებს. შეიცვალა ჩვენი გუნდის მეტოქე. ტომის მაგივრად დინამოელები მეორე ტესტ მატჩში უკრაინულ დნიპროს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება. ასევე შეიცვალა მეტოქე დარჩენილ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრაში. 1 თებერვალს რაბოტნიჩკი ასევე მაკედონიურმა სილქსმა ჩაანაცვლა, ხოლო ორენბურგის ნაცვლად დინამო 4 თებერვალს ოდესის ჩერნომორეცს შეხვდება.