• Geo
  • Eng
22.11.2016
წარმატებული მატჩები ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს აკადემიის გუნდებმა მეთორმეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელები 35- ე სკოლას დაუპირისპირდნენ. 15 წლამდელებმა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად ვერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და მატჩი 0:0 დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდს 12 ჩატარებული მატჩიდან 11 მოგება და ერთი ფრე აქვს. გუნდმა ბურთების შეფარდებით 60/4 სატურნირო ცხრილი პირველ ადგილზე დაასრულა. გათამაშების მეოთხედფინალში, 24 ნოემბერს 15 წლამდე დინამოელები ლოკომოტივს უმასპინძლებენ. დინამოს 17 წლამდე შემადგენლობამ დიდი ანგარიშთ სძლია 35- ე სკოლას. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მეტოქის კარი ჭურღულაშვილმა, კვარაცხელიამ, გულდედავამ და გაბიტაშვილმა დალაშქრეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა 12 ჩატარებული მატჩიდან 31 ქულით და ბურთების ბალანსით 33/7. მეოთხედფინალის შეხვედრას დინამოელები 25 ნოემბერს ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავენ. 19 წლამდე დინამო ცხინვალს შეხვდა და მეტად საინტერესო შეხვედრაში 4:2 აჯობა. აღსანიშნავია, რომ თბილისელები 0:2 აგებდნენ, თუმცა მოახერხეს მატჩის შემობრუნება და 4 გოლის გატანა. თავი გოგილაშვილმა, დავითაშვილმა, ლილუაშვილმა და ფოჩხუამ გამოიჩინეს. ლევან გვანცელაძის გუნდი ასევე პირველ ადგილზეა სატურნირო ცხრილში. 10 მოგება, თითო ფრე და წაგება, ხოლო ბურთების ბალანსი 41/7. მომდევნო მატჩს დინამოელები საბურთალოსთან 25 ნოემბერს ითამაშებენ.

 

U15 35- ე სკოლა 0:0 დინამო

U15 დინამო: ქუთათელაძე, გოდერძიშილი, თუდები, ჭავჭანიძე, ქველაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, ჯანგველაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ლურსმანაშვილი, ლომთაძე, შუკვანი, ისმაილი, აზაროვი

 

U17 35- ე სკოლა 0:4 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ჭურღულაშვილი, დიდებაშვილი, გაბიტაშვილი, დარცმელია, ბ. ხარშილაძე, გულდედავა, კვარაცხელია, უგრეხელიძე, ჩიქოვანი

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ლომიძე, ობოლაძე, ჯიჭონაია

 

U19 ცხინვალი 2:4 დინამო

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ცერცვაძე, ნემსაძე, კუცია, გოგილაშვილი, დავითაშვილი, ლილუაშვილი, ფოჩხუა, ძაგოევი

შეცვლაზე შევიდნენ: ხარაბაძე, ბაბუნაძე, სილაგაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024