შეკრების მეთხუთმეტე დღეს დინამომ ორი ინტენსიური წვრთნა ჩაატარა. ამინდმაც გამოიდარა და მზადების ძირითადმა ნაწილმა ბურთთან ვარჯიშში ჩაიარა. ფეხბურთელები მაქსიმალურ სიჩქარეზე ცდილობდნენ ყველა დავალების შესრულებას. საღამოს კვადრატი, მატჩისას ბურთის შენარჩუნების დახვეწამ ჩაანაცვლა. ბოლოსკენ მწვრთნელმა თბილისელები ორ გუნდად გაჰყო და მოედნის ნახევარზე ათამაშა. პირველ თებერვალს დინამოელები მესამე სპარინგს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდი მაკედონიურ სილექსან მოსინჯავს ძალებს.