• Geo
  • Eng
25.11.2016
26 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს ქუთაისში მორიგი ქართული დერბი გაიმართება. 26 ნოემბერს შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 14.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.

26 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 4- ში თბილისელებმა გამარჯვება იზეიმეს, ერთხელ კი ყაიმს დასჯერდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთბის ბალანსია 13/5 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1963 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაცილდა რკინიგზელებს. გოლები მოსკოველთა კარში სლავა მეტრეველმა და მურთაზ ხურცილავამ გაიტანეს.

1991 წელს თბილისელები ოჩამჩირეში ადგილობრივ ამირანს შეხვდნენ და 3:1 იმარჯვეს. ზუსტი დარტყმები კახა კაჭარავას (2) და ზაზა რევიშვილის ანგარიშზეა. 2003 წელს დინამომ იმავე ანგარიშით მცხეთას მოუგო, გოლები კი მცხეთელებს სანდრო იაშვილმა, ვიტალი დარასელიამ და რატი ალექსიძემ გაუტანეს. სამი წლის შემდეგ თბილისელები ბათუმს დაუპირისპირდნენ. მიხეილ ბობოხიძის დუბლით და გურამ კაშიას გოლით ჩვენმა გუნდმა ისევ 3:1 მოიგო მატჩი. 2010 წელს დინამო არენაზე ბოლნისის სიონს ვუმასპინძლეთ. მატჩი მასპინძლებმა სათავისოდ 2:0 დაასრულეს, გოლები კი მათე ვაწაძემ და ირაკლი ლექვთაძემ გაუტანეს ბოლნისელებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024