• Geo
  • Eng
15.03.2017
ვიტალი დარასელიას ტურნირი 20 აპრილს დაიწყება

20- დან 25 აპრილის ჩათვლით დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია ვიტალი დარასელიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ლევან სალუქვაძემ და არჩილ კეკელიამ ტურნირის სპორტულ და საორგანიზაციო მხარეებზე ისაუბრეს. წლევანდელი ტურნირი, რომელიც 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება, საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. მასში დინამო თბილისის გარდა მონაწილეობას მიიღებენ: მილანის ინტერი, გენტი, გაბალა, დინამო ზაგრები, დინამო კიევი, ტრაბზონსფორი და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი- აზ ალკმაარი.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024