• Geo
  • Eng
14.03.2017
15 წლამდელებმა ყუბანი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

გრძელდება საერთაშორისო ტურნირი Junior Cup- ის გათამაშება, რომელშიც დინამოს 15 წლამდელთა შემადგენლობაც იღებს მონაწილეობას. თბილისელები დღეს გლდანის სტადიონზე ტურნირის მეოთხედფინალში კრასნოდარის ყუბანს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს მეტოქე. სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმში მეტოქეს 3:0 აჯობეს. ქოჩაკიძემ დუბლი შეუსრულა კრასნოდარულ კლუბს. თითო გოლი მეტოქეს მორჩილაძემ, კონიაშვილმა და ფირცხალაიშვილმა გაუტანეს. დინამოელები ხვალ ტურნირის ნახევარფინალში ბენდელას სტადიონზე სფფ- ს აკადემიის გუნდს დაუპირისპირდებიან.

U15 დინამო: ლურსმანასვილი, მაისურაძე, შენგელია, ერაძე, ტალახაძე, ოსემაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, აზაროვი, ხორავა, ქოჩაკიძე

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, შაშიაშვილი, ქექაური, ჯინჯოლავა, ფირცხალაიშვილი, კონიაშვილი, ბაჩალეიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024