• Geo
  • Eng
28.11.2016
დინამო - საბურთალო | ურთიერთშეხვედრები

30 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 28- ე გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პლეი ოფის პირველ შეხვედრას მიიღებს. საბურთალო დინამო თბილისს 17.00 საათიდან დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდზე იხილავს.

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ ორჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორივე შემთხვევაში დინამოელებმა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეტოქე. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024