უმაღლესი ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი თავის არენაზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტთა ფუნქციებს გიორგი ყრუაშვილი და არსენ ნონიკაშვილი შეასრულებენ. სათადარიგო მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება.
ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად 22 დეკემბერს, საჩხერის ჩიხურასთან გამართული საართველოს სუპერთასის შეხვედრა იმსაჯა. საჩხერელთა გამარჯვებით დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ თბილისელთაგან დორინ გოგა, ჩიხურადან კი გიორგი გაბედავა გააფრთხილა.
უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 22 თებერვალს გამართული ზესტაფონი 3:0 სპარტაკი გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 2 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 112 თამაში / 378 ყვითელი / 16 წითელი / 14 პენალტი
პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი - 20 თამაში / 57 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი