ეროვნულ ლიგა 2-ში 29-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომეშიც ლოკომოტივმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა. შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე ნიკა ჭანტურიამ გახსნა, ნახევარი საათის თავზე კი ლაშა მენთეშაშვილმა ორი ბურთით დააწინაურა ლოკომოტივი. დინამო ცდილობდა მატჩის მიმდინარეობის შემობრუნებას, 73-ე წუთზე ლუკა წულუკიძის გოლით მინიმუმამდეც დაიყვანა სხვაობა, თუმცა ნიკა ბაშალეიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც 3-1 დაფიქსირდა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 44 ქულით გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურის შეხვედრას კი დინამო 20 ოქტომბერს, ჩემპიონატის ლიდერ გარეჯთან გამართავს.
მატჩის ოქმი