• Geo
  • Eng
29.09.2023
გამარჯვება საბურთალოსთან

დღეს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა.

 

მატჩის სტარტზე სტუმრებმა სახიფათო, მაგრამ უშედეგო შეტევა განახორციელეს. დინამოელთა კარს ირაკლი სიხარულიძე ემუქრებოდა. საპასუხოდ დინამომაც შეუტია, გიორგი ხარაიშვილი დასწრებაზე ამწვავებდა თამაშს, თუმცა ბოლო წამს გაექცა ბურთი. მე-10 წუთზე კი საბურთალო ხიფათს გადაურჩა - ზორან მარუშიჩის დარტყმული მცველს მოხვდა და ოდნავ აცდა კარს. პირველი წუთების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ დინამოელებმა სათამაშო უპირირატესობა მოიპოვეს და უფრო ხშირად აკონტროლებდნენ ბურთს. 22-ე წუთზე უსმანე კამარამ ძლიერად დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, ბურთი ზევიდან გადაევლო საბურთალოს კარის ხარიხას. 34-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ანზორ მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ სერბმა ფორვარდმა ვერ ვერ დაარტყა ზუსტად. სამ წუთში კი ლურჯ-თეთრებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა. გიორგი ხარაიშვილის კარგი თამაშის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად ხორვატმა ლეგიონერმა დენის ბუშნიამ გაისროლა 1-0. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანზორ მექვაბიშვილის მართებდა მეორე გოლის გატანა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა ახლო მანძილიდან და ტაიმიც დასრულდა 1-0.

 

მეორე ტაიმი გუნდებმა ცვლილებების გარეშე განაახლეს, ცოტახანში კი უსმანე კამარა ურტყავდა ბურთს ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ დარტყმა აღარ გამოუვიდა. მომდევნო შეტევაში საბურთალოს კარი ლაზარე კუპტძემ იხსნა, მან გიორგი ხარაიშვილის ძლიერი და ტექნიკურად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის 65-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ლაშა ოდიშარიას დარტყმული სანტიმეტრებში აცდა სტუმართა კარს, მანამდე კი უსმანე კამარას კარგი თამაშია აღსანიშნავი. მეორე ჯერზე ისევ ოდიშარია, კარგი პოზიციიდან ცდება. კარგი თავური დარტყმა ჯადული იობაშვილის შესრულებით და ისევ სანტიმეტრებში ცდება ბურთი მეტოქის კარს. მატჩის 77-ე წუთზე უკვე საბურთალოს ჰქონდა რეალური საგოლე მომენტი, ბოლო წამს გიორგი ლორიამ ითამაშა მშვენივრად და განმუხტა სიტუაცია. ათ წუთში ლაზარე კუპატაძემ კიდევ ერთხელ იხსნა საბურთალოს კარი, მან ჯადული იობაშვილის ძლიერად დარტყმული მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე უსმანე კამარა ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, დროც მიილია და დინამომ 1-0 მოიგო.

 

შემდეგ შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი ამავე სტადიონზე 3 ოქტომბერს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024