• Geo
  • Eng
12.07.2023
ყაიმი ასტანაში

დღეს ყაზახეთის დედაქალაქმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ასტანა დინამო თბილისს დაუპირისპირდა.

 

30 000-იანი ასტანა არენა 90%-ით შევსებული დახვდა აღნიშნულ მატჩს. თავად შეხვედრის დწყებამე კი გუნდებმა და გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით ყაზახური ფეხბურთის ლეგენდის - სეილდა ბაიშაკოვის ხსოვნას მიაგეს პატივი.

 

თავად მატჩი კი მასპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეუტიეს სტუმრებს. რამდენიმე შეცდომა ბურთის ამოტანისას და საბოლოოდ ასტანამ ანგარიშიც გახსნა. მე-11 წუთზე ზუსტად აბატ აიმბეტოვმა დაარტყა. გატანილი გოლის შემდეგ დინამელებმა მოუმატეს თამაშის რიტმს და ტაიმის ბოლომდე რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან. ორჯერ უსმანე კამარას მართებდა გატანა, მეორე შემთხვევაში ტექნიკურად გაცდა კიდეც მეტოქეს, თუმცა ბოლო წამს მეკარეს ვერ აჯობა. იმრან ულად ომარის დარტყმა ძელმა აისხლიტა, დავით კობოურის გასროლა კი მეკარემ ბოლო წამს მოიგერია. საბოლოოდ ტაიმი მაინც 1-0 მორჩა. მეორე ნახევარში დინამომ რიტმი არ დააგდო და 57-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ სტატუს ქვო აღადგინა. რამდენიმე სახიფათო მომენტი მასპინძლებმაც ჩაიწერეს აქტივში, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. მატჩის 81-ე წუტზე დინამოს რიგებში კოტ დ’ივუარელი ახალწვეულის მუსა სანგარეს დებიუტი შედგა. თბილისელები ცდილობდნენ დაწინაურებას, მაგრამ არც მათი მცდელობა აღმოჩნდა შედეგიანი და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

 

საპასუხო პაექრობა თბილისში 19 ივლისს გაიმართება და 20.00 საათზე დაწყება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024