• Geo
  • Eng
16.03.2017
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 18 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 14.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 55- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 3 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/29 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2016 წლის 17 მარტს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მესამე გამარჯვება დინამოსთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024