• Geo
  • Eng
11.02.2017
დინამო ბელეკშია

დინამო თბილისი ზამთრის მეორე შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრა. თბილისელები სასტუმრო Riu Kaya Belek- ში დაბინავდნენ. გუნდი დღეს საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს, 14 თებერვალს კი მეორე შეკრების პირველ ტესტ-მატჩს უკრაინულ ვოლნითან გამართავს. თბილისელებს ადგილზე დახვდა უკრაინელი კიპერი სერგი ლიტოვჩენკო. გუნდი ბელეკში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა: გიორგი ბეგაშვილი, გიორგი გველესიანი, ლაშა თოთაძე, საბა თავაძე, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ოთარ კვერნაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და ლაშა სალუქვაძე. ლაშა სალუქვაძე დინამოს შეუერთდა და გუნდთან ერთად გაივლის შეკრებას. დემეტრე ბულისკერია ემპოლის მიწვევით იტალიაში გაემგზავრება და 10 დღე სერია ა- ს გუნდში ივარჯიშებს, დედაქალაქელებმა კი შეკრებაზე აკადემიიდან ახალგაზრდა კიპერი გიორგი მამარდაშვილი იახლეს. დავით ვოლკოვს, რომელიც ტრავმირებული იყო, დინამომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწია, კერძოდ თავდამსხმელს ოპერაცია მუხლზე ჩაუტარდა. იგი რამდენიმე ხანი ვერ ივარჯიშებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა კონტრაქტი და ვოლკოვი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024