გრძელდება ბელეკში მიმდინარე შეკრება. მესამე დღეს თამაზ სამხარაძემ ორჯერადი ვარჯიში ჩაუტარა გუნდს, საღამო კი თეორიულ მეცადინეობას დაუთმო. 14 თებერვალს დინამოელები პირველ ტესტ მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის პირველობის მონაწილე- ლუცკის ვოლინი გახლავთ, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ მეათე ადგილს იკავებს.
ვოლინი 1960 წელს დაარსდა და თავის საშინაო მატჩებს 12 000- იან სტადიონ ავანგარდზე ატარებს. სხვა და სხვა დროს გუნდს ვოლინის გარდა ლუცკი და ტორპედო ერქვა. გუნდის ფერები წითელსა და თეთრშია გადაწყვეტილი. ჩვენს მომავალ ოპონენტს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი- ვიტალი კვარციანი 2013 წლიდან ავარჯიშებს.
შეხვედრა ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.