• Geo
  • Eng
04.12.2016
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულებული ბრინჯაოს პლეი ოფის შემდეგ, რომელშიც დინამომ საბურთალოს 1:0 მოუგო, გაიმართა მატჩისშემდგომი ტრადიციული პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გიორგი ჭიაბრიშვილი და ვიაჩესლავ გროზნი წარდგნენ.

გიორგი ჭიაბრიშვილი: ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. საკმაოდ საინტერესო ორმატჩიანი დუელი გამოვიდა. ვფიქრობ ჩემმა გუნდმა არაფერში არ დაუდო ტოლი ტიტულოვან მეტოქეს, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. მიზეზებზე საუბარს აზრი არა აქვს. ფაქტია დინამომ იმარჯვა და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

ვიაჩესლავ გროზნი: ესეთი მატჩები თავისი ხასიათით, ყოველთვის რთულია, მითუმეტეს პირველი შეხვედრა ფრედ იყო დასრულებული და ზედმეტი სიფრთხილე გვმართებდა. პირველი ტაიმი მეორესთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. საერთოდაც საკადრო პრობლემები გვაქვს და გვიწევს უფრო მეტად ახალგაზრდებზე დაყრდნობა. სამწუხაროდ შეხვედრაში ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მეტოქის შეცდომები. თუმცა ახალგაზრდებისთვის ეს დიდი გამოცდილება და სკოლაა, მათ უნდა გაიარონ ეს გზა. სასიამოვნოა, რომ ვიმარჯვეთ. ახლა კი მოვემზადებით გადამწყვეტი მატჩისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024