• Geo
  • Eng
02.05.2017
კოლხეთი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

პარასკევს 5 მაისს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეორე წრეს დაიწყებს. პირველობის მეათე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩელე არენაზე 15.00 საათზე დაიწყება.

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 56 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 38 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 126/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 5 მარტს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში თბილისელებმა ფოთელებს 1:0 აჯობეს. გოლი კოლხთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024