• Geo
  • Eng
01.05.2017
17 წლამდე ჯვაროსნებმა განვითარების თასი მოიპოვეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ბელარუსში უეფას განვითარების თასზე ასპარეზობდა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა სამი მატჩი ჩაატარეს და სამივეში მატჩისშემდგომი პენალტების სერიით იმარჯვეს. პირველი შეხვედრა მოლდოვასთან 0:0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში საქართველომ 5:3 იმარჯვა. მეორე მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდი მასპინძლებს, ბელორუსიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში 5:3 აჯობა მეტოქეს. მესამე და გადამწყვეტი პაექრობა საქართველოსა და ლატვიას შორის გაიმართა. ძირითადი დრო აქაც ყაიმით 1:1 მორჩა, პენალტები კი ჯვაროსნებმა უკეთ შეასრულეს და 6:5 მოიგო.  ბელორუსთან და ლატვიასთან გოლები დინამოელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ნაკრებში დინამო თბილისიდან მის გარდა ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, დავითაშვილი (კაპიტანი), მექვაბიშვილი, აზაროვი, იაკობიძე, ჯანგველაძე, ხარშილაძე და ჯანგიძე არიან გამოძახებულნი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024