ფიზ. მომზადების ახალი მწვრთნელი
დღეს დინამო თბილისს ფიზ. მომზადების ახალი მწვრთნელი, უკრაინელი- ვიტალი შპანიუკი შემოუერთდა. შპანიუკი მიხეილ ფომენკოსთან ერთად, სამი წელი უკრაინის ნაკრებში მოღვაწეობდა. ბოლო სეზონი მან მახაჩკალის ანჟიში გაატარა, მანამდე კი ლვოვის კარპატში და კიევის არსენალში მუშაობდა.