დღეს დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ ავაზას უმასპინძლა და 4:2 აჯობა მეტოქეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდს 15 აპრილის შემდეგ ჩემპიონატში არ უთამაშია. პაუზა დარასელიას თასზე გუნდის ასპარეზობამ გამოიწვია, ხოლო შემდეგ 17 წლამდე ეროვნული ნაკრების ვოიაჟმა ბელორუსში. დღევანდელ შედეგიან შეხვედრაში ავაზას კარი აზაროვმა, ლომთაძემ, ჩარკვიანმა და გულდედავამ დალაშქრეს. დინამოელები 6 მატჩიდან მოპოვებული 15 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან ავაზას, რომელსაც ერთით მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდები მომდევნო მატჩს 7 მაისს 35- ე სკოლის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
U17 დინამო: ლ. ხარშილაძე, გაბელაია, გაბედავა, ჭავჭანიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, გულდედავა, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, ფარულავა, გულხადარაშვილი, მელიქიშვილი, ლომთაძე