ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 წლამდელებმა მეშვიდე ტურის მატჩი გამართეს. დინამომ თავის აკადემიაში ავაზას უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა მტოქე. მორჩილაძემ ავაზასთან ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კონიაშვილის, ჯინჯოლავას და ბექაურის ანგარიშზეა. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 35/1 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 7 მაისს 35- ე სკოლასთან ჩაატარებენ.
U15 დინამო 6:0 ავაზა
U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, ოსეყმაშვილი, ერაძე, ხორავა, გოდერძშვილი, ზურებიანი, ბექაური, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ჯინჯოლავა
შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, ტალახაძე, შაშიაშვილი, ფირცხალაიშვილი, კონიაშვილი
16 წლამდე დინამომ, რომელიც მონაწილეობას ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში იღებს, მეოთხე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდმა 35- ე სკოლას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გოლი მეტოქის კარში ლომიძემ გაიტანა.
U16 დინამო 1:2 35- ე სკოლა
U16 დინამო: მიქაია, თუდები, გოგატაშვილი, კალანდაძე, ისმაილი, ყენია, კურტანიძე, გოგოხია, ლომიძე, ქველაძე, ქინქლაძე
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, ქომეთიანი, შუკვანი, კორინთელი, კოპალეიშვილი